Sky Sports-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის ფორვარდი, აბელ რუისი კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდება.
მოსალოდნელია, რომ 18 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულებას მომდევნო კვირას გააფორმებს.
როგორც იცით, ფორვარდით “იუვენტუსი” და “რეალი” იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა “ბარსამ” თავდაცვის მიზნით მოლაპარაკების დაწყება და მოთამაშის შენარჩუნება გადაწყვიტა.




არც ერთი ლამასიის ფეხბურთელი არ უნდა გაუშვათ და ძირითად გუნდში უნდა მივცეთ დრო