იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩი “ბოლონიასა” და “რომას” შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირების წინ, ეუსებიო დი ფრანჩესკოს კოლექტივმა განწყობის ამაღლება ვერ მოახერხა. დღევანდელ მატჩში თავის გამოჩენა ერიკ პულგარმა და ედინ ჯეკომ შეძლეს.
სავარაუდოდ, 2 ქულასთან ერთად რომაელებმა რაჯა ნაინგოლანიც დაკარგეს, რომელმაც მე-15 წუთზე უწყინარ მომენტში დისკომფორტი იგრძნო და ცვლილება მოითხოვა. მთავარ არბიტრს მოედანზე სამედიცინო პერსონალის მოხმობა მოუწია.
რაჯამ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ, ის ჟერსონმა ჩაანაცვლა. კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, მაგრამ თუ ნაინგოლანის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდება მას 4 აპრილს, “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს.
ევროტურნირზე “რომასთან” დაპირისპირებამდე “ბარსელონასაც” მოუწევს 1 მატჩის გამართვა – დღეს ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი “სევილიას” ესტუმრება.



რ,ი'ალი თუ წაიკუზება ბაზარიარაა და ეთერ კაკულია და შენ ნათესავობთ?
რეებს ბოდავთ, იუვე- მილანი 3-1….
Am sitystvis ararsebobs ligaze tamashi mainc yvela tamashshi igeben arada ukve mogebuli aqvt premier liga eex gvardi gvardi nomer uno xar
კიდე კაი რომას მოგება როარდავწერე გულმა მიგრძნო ამათი კარგიც
რ,ი'ალი თუ წაიკუზება ბაზარიარაა და ეთერ კაკულია და შენ ნათესავობთ?
იუვე-მილანი დღეს ღამეა და შენ როდის უყურე??? რაის 6:2 მოუგო??? შენ რომელ თამაშს უყურე ძმა????))))))))
მილანის ფანი ვარ და ზუსტ ანგარიშზე დავდო რას მირჩევ? თუ ლაივზე შევაგდო 7.5 ზე მეტი? :)))))) :ფ
სად მოუგო 6-2 მილანს?? დღესაა თამაში გვიან და შენ წინასწარ ნახეე:D:D
კაკულიასი ხარ რამე მეგობარო?
ვარეს განწყობაზე დავაყენებთ მალე ისე მარტო ამ მარჩიდან შეგვიძლია იმის გაანალიზება რა დიდი ძალა ყოფილა რაჯა გუნდისთვის