ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის 32 ტურში, “ბარსელონას” და “ვალენისას” დაპირისპირება 15 აპრილს, თბილისის დროით 17 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. ეს მატჩი ამ ორ გუნდს შორის სეზონში რიგით მეოთხე იქნება.
პრიმერა დივიზიონის პირველ წრეში “ბარსა” “ვალენსიას” “მესტალიაზე” დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. დანარჩენი ორი შეხვედრა კოპა დელ რეის ნახევარფინალში გაიმართა. ორივე მათგანში კატალონიელებმა გაიმარჯვეს – ჯერ “კამპ ნოუზე” ლუის სუარესის ერთადერთი გოლით, შემდეგ კი სტუმრად, კოუტინიოს და რაკიტიჩის გოლებით.
იქამდე, “ბარსელონა” 4 თამაშს გამართავს. სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გუნდი ანდალუსიაში გაემგზავრება და “სევილიას” ეთამაშება, ამის შემდეგ საკუთარ მოედანზე “ლეგანესს” მიიღებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი “რომასთან” გაარკვევს ურთიერთობას.

მადრიდულ დერბიში რეალისკენვარ სასტავ.კლასიკომდე ჩემპიონები უნდა ვიყოთ.კორიდორი უნდა მოგვიწყონ მადრიდელმა პუტანკებმა.
მოვიგებთ აბა სხვა ანგარიში არ არსებობს
ძან გადატვირთული კალენდარი აქვთ ფეხბურთელებს და არა მარტო ბარსას ყველა ფეხბურთელს ვისი გუნდებიც ჩემპიონთა ან უეფააზეე თტამაშობენ
გოუიასნებს და რამე :დ
"ჩემპიონთა ლიგაზე კი რომასთან გაარკვრვს ურთიერთობას",ეს ბოლო წინადადება მაგრად გამისწორდა…
მთავარია მოვიგოთ