ორივე გოლი სამართლიანად ჩაითავალა

ორივე გოლი სამართლიანად ჩაითავალა

 როგორც ვიცით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უამრავი გოლი ჩაითავალა, ან არ ჩაითვალა გვერდითი მსაჯის უყურადღებობის გამო. ესპანური გამოცემა “Sport”-ი შეეცადა გაექრწყლებინა ის ეჭვები, რომლებიც რამდენიმე ადამიანს უსაფუძვლოდ გაუჩნდა გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით.

  გუშინდელი მატჩი “მალიორკასა” და “ბარსელონას” შორის ნამდვილი გამოცდა გამოდგა დანიშნული არბიტრებისათვის და შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს გამოცდა მეტ-ნაკლებად წარმატებით ჩააბარეს. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი მაინც ალაპარაკდა პირველი ორი გოლის არასამართლიანობაზე. ერთი შეხედვით, “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირებმა გოლები საეჭვო სიტუაციიდან გაიტანეს, მაგრამ განმეორებით კარგად ჩანს, რომ აქ არალეგალური არაფერი ყოფილა. პირველ შემთხვევაში “მალიორკას” ორმა მცველმა ვერ მოახერხა არგენტინელის ხელოვნურ თამაშგარეში ჩატოვება და სასჯელმაც არ დააყოვნა, სეიდუ კეიტას მაღალი პასი და ლეო მშვიდად იტანს გოლს თაური დარტყმით. სურათიდანაც კარგად ჩანს, რომ “მალიორკას” 16 ნომერი( ნუნესი) მესიზე რამდენიმე სანტიმერტრით წინ იმყოფება.

 “ბარსელონას” ვერც მეორე გოლის შემთხვევაში ვერ შეედავებიან. კუნძულელებმა ვერც ამ ეპიზოდში ვერ მოახერხეს კატალონიელების დაჯაბვნა და “ელ გუახემ” ადვილად გაარღვია ხელვნური თამაშგარე სენდროსის უყურადღებობის წყალობით. ამის შემდეგ კი მას აღარ გასჭირვებია ავატეს მოტყება და “ლა ლიგაში” მე-17 გოლის გატანა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია