მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუკმეკერები ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად “ბარსას” მიიჩნევენ

ბუკმეკერები ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად “ბარსას” მიიჩნევენ

ნიონში გამართული ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, ბუკმეკერებმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფავორიტის სტატუსი “ბარსელონას” მიანიჭეს.

ბუკმეკერული კომპანია William Hill მეოთხედფინალის წილისყრამდე კატალონიელთა გაჩემპიონების შანსს 4,33 კოეფიციენტით აფასებდა, ხოლო ახლა ეს მაჩვენებელი 3,5-ს უდრის.

16 მარტის დილას, წილისყრის გამართვამდე, ტიტულის მთავარ პრეტენდენტად “მანჩესტერ სიტი” ითვლებოდა, რომლის გამარჯვების შანსი 3,75 კოეფიციენტით ფასდებოდა – ახლა ხოსეპ გვარდიოლას გუნდის გაჩემპიონება 4,33-ჯერ მომგებიანია.

ფავორიტთა სამეულს “ბაიერნი” ავსებს, რომლის შანსები 4,5 კოეფიციენტით ფასდება (წილისყრამდე – 5,0).

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ბარსელონა” “რომას” დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • messi and iniesta
    schedule 18 მარ 2018, 17:13

    narsa wels yvelafers igebs

  • Zura88
    schedule 18 მარ 2018, 14:06

    ბარსა ტრიპლეტს მოიგებს.მესი ისეთ ფორმაშია ამის გამჩერებელი არავინაა წელს.მეექვსე ოქროს ბურთი მისია.

  • barca`barca
    schedule 18 მარ 2018, 12:53

    reali?