ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური დაპირისპირება, “ბარსელონასა” და “ჩელსის” შორის, ერნესტო ვალვერდეს კოლექტივის დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
ლიონელ მესის დუბლისა და უსმან დემბელეს ბრწყინვალე გასროლის დახმარებით, კატალონიური გრანდი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. ორი მატჩის ჯამში “ბარსამ” მეტოქეს 4:1 სძლია.
არგენტინელმა ლეგენდამ ამ ტურნირის ეგიდით მე-100 გოლი გაიტანა, უსმან დემბელემ კი “ბლაუგრანას” მაისურით მეტოქის კარი პირველად აიღო.
1/4-ფინალის წილისყრა პარასკევს, 16 მარტს გაიმართება.

რელლი მინდა მაგრამ ლივერპოოლი შეგვხვდება
Citys 0 xma roaq
ძაან კაი თამაში იყო და იმსახურებდა ბარსა ამას იმედია ესე გავაგძელებთ ბოლომდე და მოვიგებთ ჩემპიონთან ლიგას მესსი ძაან კაი ფორმაშია ეს უკვე ჩვენი უპირატესობა მთავარია ფინალში გავიდეთ
მშვენიერია