მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტონიო კონტე: არ მინდა, ინიესტამ თამაში გამოტოვოს

ანტონიო კონტე: არ მინდა, ინიესტამ თამაში გამოტოვოს

“ბარსელონასთან” მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ანდრეს ინიესტას და ედენ აზარის შედარება სთხოვეს. 

“საუბარი ორ განსხვავებულ მოთამაშეზეა. აზარი ტიპური ათიანია, ინიესტა კი ნახევარმცველი, რომელიც ყოველთვის თამაშის ცენტრშია და ბევრს ფიქრობს. ანდრესს ბევრი ტიტული აქვს მოგებული, აზარს კი ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ინიესტა ხვალ, მაგრამ ასეთ მატჩებში ერთმანეთს ყოველთვის საუკეთესოები უნდა დაუპირისპირდნენ, ასე რომ, მისი გამოკლება არ მინდა.

პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი “ბარსელონას” აძლევს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ “ჩელსიმ” შესანიშნავად ითამაშა. მათი დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ კატალონიელთა ფილოსოფიას ვიცნობ და ვიმედოვნებ, ჩემი ფეხბურთელები მოედანზე თავს არ დაზოგავენ”. – განაცხადა კონტემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • QIROESTA
    schedule 14 მარ 2018, 11:42

    იიიიიიი კონტეეეეეე შეაგდებს და ჩადგება ჯარში 11 კაცით

  • grozno
    schedule 14 მარ 2018, 01:34

    ციტატა: me da barca
    არ მევასება ეს კაცი თავისი დაცვითი სტილის გამო. ამან თუ ბარსა გამოთიშა, ზოგადად ფეხბურთს შავები ჩააცვით, იმიტომ, რომ მოიგებს ფეხბურთი კი არა, ანტი ფეხბურთი.


    მოურინიო უფრო საზიზღარს თამაშობს თუ ატყობ ამ ჩელსიზე რატო გაქვთ გართულება,ერთადერთი გუნდია ვინც გვებრძვის მაინც

  • messi and iniesta
    schedule 13 მარ 2018, 23:56

    ინიესტა მოგისვრით კვლავ ხორებო

  • maclai
    schedule 13 მარ 2018, 23:24

    ციტატა: Don_Andresito
    ჯერ ვინც ეგ თხოვა წიხლით უნდა ცემო. ინიესტას აზარი კი არა მთელი ჩელსის ისტორია ვერ შეედრება


    100% wink

  • Don_Andresito
    schedule 13 მარ 2018, 23:20

    ჯერ ვინც ეგ თხოვა წიხლით უნდა ცემო. ინიესტას აზარი კი არა მთელი ჩელსის ისტორია ვერ შეედრება