“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “მალაგასთან” მატჩი შეაჯამა.
“სწრაფი გოლი ამ შეხვედრაში გადამწყვეტი იყო, წითელმა ბარათმა კი საქმე კიდევ უფრო გაგვიადვილა. ბრძოლა პირველ ტაიმში დასრულდა, მეორე ნახევარში კი ფეხბურთელები უკვე “ჩელსისთან” დაპირისპირებაზე ფიქრობდნენ.
დემბელეს კარგი თვისება ის არის, რომ ის ყოველთვის ცდილობს. მისი ადგილი გუნდში ნამდვილად არის. მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რადგან ახალგაზრდაა და ბევრი ტრავმა აქვს მიღებული, თანაც მასზე დიდი ზეწოლაა. “მალაგასთან” თამაში კი მისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
“რეალი” კვლავ რჩება ჩვენს მეტოქედ ლა ლიგაში. ეს ასე იქნება, სანამ მათი ჩემპიონობა მათემატიკურად შეუძლებელი იქნება.
ოთხშაბათს, “ჩელსის” ბარიერის დასაძლევად დიდი შრომა მოგვიწევს”. – განაცხადა ვალვერდემ.

შტეგენი

რობე…..პიკე…..უმიტიტი…..ალბა
რაკიტიჩი….ბუსი….ინი
მესი…..სუარესი….დემბო
ჩელსისთან გაასწორებდა მარა რად გინდა დააყენებს ვალო 4..4..2ს და უყურე ბურთის გორაობას. გამწვავებაზე რო ვერ მიდიან.
დემბელეს უდიდესი პლიუსი ის არის, რომ ძალიან სწრაფი არის და ტექნიკაც აქვს, შემდეგ სეზონში უფრო დაიხვეწბა, იმენნა აწამებს მცველებს))
დემბო სასტსრტოში უნდა იყოს ცხვირიშ
სასტარტოში არამგონია დააყენოს მაგრამ პირველტაიმში თუ გავიტანეთ მეორეში შეომიყვანს და შეტევაზე გადასულ ჩელსის კონტრშეტევაზე ატრევს რასაცქვია თან სისწრაფე უწყობს ხელს
დემბელე მესი სუარეზი რაკიტა ბუსკე და თუ ინი იქნა ინი თუ არადა პაულინიო