workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკს “ბარსელონაში” თამაში სურს

სესკს “ბარსელონაში” თამაში სურს

 რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სესკ ფაბრეგასს სამშობლოში დაბრუნება და ძველ კლუბში ასპარეზობა სურს.

 ლონდონის “არსენალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფლეიმაიკერის პერსონალურმა მწვრთნელმა, ხუან ფერანდომ “ONA FM”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სესკს ძალიან სურს თავის ყოფილ კლუბში ასპარეზობის გაგრძელება. ეს კიდევ ერთი გაჟღერებაა ესპანელის იმ სურვილისა, რომელიც მას უკვე კარგა ხანია აწუხებს.

 ამასთან ერთად ფერანდომ ისაუბრა ფაბრეგასის ტრავმაზე, რომელიც მან “პრემიერ ლიგის” მატჩში, “სტოკ სიტის” წინააღმდეგ მიიღო და აღნიშნა, რომ კატალონიელის თამაში მშობლიური კლუბის წინააღმდეგ სავსებით შესაძლებელია: “სესკის ტრავმა არ არის სერიოზული. მას მხოლოდ და მხოლოდ 10 დღე გაუცდება. შეიძება ითქვას, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იგი მოახერხება “ნოუ კამპზე” თამაშს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში