კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი ზუბისარეტამ განაცხადა, რომ იგი “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას, ვერ ხედავს მწვრთნელის რანგში, იტყობინება AS. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ შეიძლება იგი ძალიან ცდება:
” შემიძლია ვთქვა, რომ მე პეპ გვარდიოლას როგორც მწვრთნელს ისე არ ვუყურებ. შეიძლება მე ვცდები. გვარდიოლა ფეხბურთის უდიდესი მცოდნეა. მართალია მან იცის, რომ იგი ყველა საკითხს მარტო ვერ გადაჭრის. აქედან გამომდინარე, იგი მიხვდა, რომ მას ამისათვის შესაბამისი დამხმარეები სჭირდება,” განაცხადა ზუბისარეტამ.
ცნობისთვის ზუბისარეტა “ბარსას” ღირსებას 1986–94 წლებში იცავდა და კატალონიური კლუბის მაისურით 301 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მან “ფურია როხას” ღირსება 126–ჯერ დაიცვა.
