როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ოთხშაბათს 2 მარტს კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდს დავიდ ვილიას შეიძლება “ვალენსიასთან” მატჩის გამოტოვება მოუხდეს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ვილიას თავისი ყოფილი აგენტი სასამართლოში უჩივის და დავიდიც იქ უნდა წარსდგეს. სასამართლო ასტურიაში დილით 9:15 საათზე გაიმართება. იმავე დღეს 22:00 საათზე “ბარსა” სტუმრად “ვალენსიასთან” მართავს მატჩს. რა თქმა უნდა ამ ორ შეხვედრას შორის 12 საათზე მეტია, თუმცა როგორც გაზეთი იტყობინება ვილიას ძალიან გაუჭირდება ვალენსიაში დროულად ჩასვლა.
მანძილი ასტურიასა და ვალენსიას შორის 800 კილომეტრზე მეტია და ტრანსპორტიც შეზღუდულია. ასტურიიდან პირდაპირ ვალენსიაში გადაფრენის შემთხვევაში, ვილია ადგილზე 22:20 საათზე იქნება, მატჩი კი 22:00 საათზე იწყება. ასევე ვილიას შეუძლია ჯერ “ბარსელონაში” ჩაფრინდეს 17:25 საათზე და მერე იქიდან ვალენსიაში, სადამდე მანძილიც 360 კილომეტრზე მეტია.
რაც შეეხება მის ყოფილ აგენტს, ხოსე ლუის ტამარგო კონტრაქტის გაწყვეტისთვის ვილიასაგან 6 მილიონ ევროს ითხოვს და კიდევ გარკვეულ აქციებს ვილიას “ბარსელონაში” ტრანსფერზე.
