workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
250–ე  მატჩის მოლოდინში

250–ე მატჩის მოლოდინში

მესი ხვალ “ატლეტიკის” წინააღმდეგ ითამაშებს, ეს მისთვის იქნება 250–ე მატჩი “ბარსელონას” ოფიციალური მაისურით. 

249–ე მატჩი მან “არსენალის” წინააღმდეგ ჩაატარა. ლეომ ამ 249 მატჩში ჩაატია: ტიტულები, ბრწყინალე გოლები, გადამწყვეტი გოლები, საგოლე გადაცემები, ანუ ყველაფერი რაც იდეალურ ფეხბურთლს უნდა ჰქონდეს. ლეომ 167 გოლის გატანა მოახერხა, იგი ნელ –ნელა უახლოვდება სესარის მიერ დამყარებულ რეკორდს და სულ მალე გახდება კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ისტორიის განმავლობაში, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ლეომ “ლა ლიგაში” 164 მატჩი ჩაატარა და 112 – ჯერ იჩინა თავი, ჩემპიონთა ლიგაზე 51 – მატჩი და 31 გოლი, “კოპა დელ რეიზე” 25 და 17 გოლი, 5 “ესპანეთის სუპერთასზე” 5 გოლი, 2 “ევროპის სუპერთასზე”, ამ ტურნირზე ლეოს თავი არ უჩენია, ხოლო “მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე” ლეომ 2 მატჩი ითამაშა და ორივეში თავის გამოჩენა მოახერხა, შესაბამისად 2 ბურთია მის ანგარიშზე. 

მაშ ასე 249 მატჩი ლეოს ანგარიშზე და 167 ბურთი ყველა ტურნირზე. ხვალ “კამპ ნოუზე” მისი 250–ე მატჩი შედგება, აღნიშნავს თუ არა ლეო ამ მატჩს გოლით ჩვენ ამას სულ მალე გავიგებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში