მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ კვლავ ისაუბრა “რეალსა” და “ბარსელონაზე”. იგი გამუდმებით აცხადებდა, რომ ეს ორი კლუბი ესპანეთში უბადლუა, ახლა იგი აცხადებს, რომ სსაერთოდ ევროპაში არის საუკეთესო.
“დღეს –დღეობით არ არსებობს გუნდი ევროპაში, რომელიც აღემატება კლასით “რეალს” და “ბარსელონას. ეს ორი ესპანური გრანდი შესანიშნავად გამოიყურება. ისინი არამარტო ესპანეთის მასშტაბით არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესონი არიან. ყველა ფრონტზე იბრძვის ეს ორი გუნდი. ვიმედოვნებ “ლიგის” ფინალი “ბარსელონა” – “რეალი” იქნება, ეს მატჩი საერთოდ “ჩემპიონთა ლიგის” დაგვირგვინება იქნება. პირველ რიგში ეს მსურს იმიტომ, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და მეორე რიგში იმიტომ, რომ უბრალოდ ფეხბურთი მიყვარს” – დაასრულა დელ ბოსკემ.
