workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პინტო კვლავ სტვენის გამო დააჯარიმეს

პინტო კვლავ სტვენის გამო დააჯარიმეს

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში ხიხონის ”სპორტინგის” წინააღმდეგ, კატალონიის ”ბარსელონას” მეკარემ, ხოსე მანუელ პინტომ ყვითელი ბარათი მიიღო.

საინტერესოა, რომ პინტომ გაფრთხილება მაშინ მიიღო, როდესაც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. საქმე ისაა, რომ ხოსე მანუელი თავისას არ იშლის: ხიხონელთა ერთ-ერთი შეტევის დროს მან დაიწყო სტვენა და შეეცადა მოეხდინა მსაჯის სასტვენის ხმის იმიტირება. შედეგად თამაშის არბიტრმა, პერეს ლასამ მიირბინა ”ბარსას” სათადარიგოთა სკამთან და ყვითელი ბარათი უჩვენა პინტოს.

შეგახსენებთ, რომ პინტო ანალოგიურად მოიქცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ”კოპენჰაგენის” წინააღმედგ გამართულ მატჩში. პინტოს სტვენის გამო, ბურთით მყოფმა ფეხბურთელმა შეტევა შეაჩერა. ამ საქციელის გამო ”ბარსელონას” მეკარე ”უეფამ” დასაჯა და მას ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში