
და აი სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა საკალათბურთო მატჩი “რეგალ ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის. შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი იყო ფინალი “კოპა დელ რეისა”.

პირველ ნახევარში ძალიან დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, პირველი პერიოდი “რეგალ ბარსელონელებმა” 19:17 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდი თანაბარი ანგარიშით 30:30 დასრულდა. ამის შემდეგ თამაში ქულა – ქულაში მიმდინარეობდა მანამ, სანამ მესამე პერიოდის შუაში ნავარომ და ლორდბეკმა (2) სამ ქულიანი ტყორცნები ზუსტად არ შეასრულეს. ამის შემდეგ “რეგალელები” 7 ქულით გაიჭრნენ წინ და ამ სხვაობას ინარჩუნებდნენ, საბოლოოდ მესამე პერიოდი 48:43 დასრულდა.

ბოლო პერიოდში “რეალი” არ ნებდებოდა ცდილობდა, სიტუაცია გამოესწორებინა, მაგრამ ამაოდ. კატალონიელებმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს და საბოლოოდ 8 ქულით იმარჯვეს 68:60. ეს მათი 22–ე “კოპა დელ რეის” თასია ისტორიაში.

“მვპ” კი ალან ანდერსონს გადაეცა, რომელიც ფინალურ მატჩში საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში, იგი კარგი იყო, როგორც შეტევაში: ქულების დაგროვებასა და ასისტში, ასევე დაცვაშიც ბურთის ჩაჭრაში და მოხსნაში.





