workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა მატჩის შემდეგ

გვარდიოლა მატჩის შემდეგ

გუშინ “ბარსელონამ” მეტად მძიმე შეხვედრა გამართა “ელ მოლინიონზე” და გამარჯვება  ვერ მოახერხა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.  გთავაზობთ გვარდიოლას კომენტარს მატჩის შემდეგ. 

“დღეს ნამდვილად ძალიან ძლიერი ოპონენტი გვყავდა, “სპორტინგმა” ბრწყინვალედ ითამაშა. დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს, მაგრამ აქედან გამომდინარე კარგია, რომ ქულას მაინც გამოვკარით ხელი”.

“მანოლო პრესიადო თავისი საქმის უდაოდ პროფესიონალია, იგი გუნდს ათამაშებს ისე, როგორც საჭიროა. გუნდი ცდილობდა ყველაფერს რათა გაემარჯვებინა ამ მატჩშიც , მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ურთულესი თამაში გველოდა”.

“ეს ფრე ჩვენთვის ერთგვარად მომასწავლებელი იქნება შემდეგ თამაშებისათვის. “რეალთან” სხვაობა კვლავ საკმაო რაოდენობისაა, ასე, რომ ყველაფერი წინ არის. წინ არანაკლებ რთული მატჩები გველოდება, ეს მატჩი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და მათზე გადავერთოთ. ჩვენ გვქონდა 16 მატჩიანი მოგებების სერია, ყველა ვაცნობიერებდით, რომ ეს სერია სეზონის ბოლომდე ვერ გასტანდა, და აი ჩვენ დავკარგეთ ქულები. ეს 1 ქულა მომავალში, როგორც სატურნირო ცხრილში დაგვეხმარება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში