სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა ძალიან საინტერესო მატჩი “ბარსელონას” მეორე გუნდის მონაწილეობით. “ბარსელონა ბ” – მ მერვე ადგილოსანი “კართაგენა” დაამარცხა საკმაოდ დამაჯერებლად 3:0.
მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა კატალონიელებს ჰქონდათ, მატჩის მე– 18 წუთზე გოლი ნოლიტომ გაიტანა, შემდეგ ჯონათან სორიანოს აქტიურობით 67–ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა და ანგარიში 2:0 გახდა. ბოლო წერტილი კი მატჩში კვლავ ნოლიტომ დასვა, ფეხბურთელმა 90–ე წუთზე დუბლი შეასრულა და წარუმატებლობის სერია დაამსხვრია. ჯერ–ჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ინფორმაციით შემოვიფარგლებით, უახლოეს მომავალში დაემატება მატჩის მიმოხილვა.



