workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი:”არგენტინის ნაკრებს კიდევ შეუძლია პროგრესი”

მესი:”არგენტინის ნაკრებს კიდევ შეუძლია პროგრესი”

მოგეხსენებათ გუშინ ამხანაგურ მატჩში ლეო მესის არგენტინა პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2–1 დაამარცხა. ამ მატჩში ლეომ ერთი საგოლე გადაცემა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. მატჩის შემდეგ მესის კომენტარი ჩამოართვეს ჟურნალისტებმა. ლეოს თქმით მის ნაკრებს კიდევ შეუძლია, პროგრესი განიცადოს:

“ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა ჩვენ კიდევ შეგვიძლია თამაშის გაუმჯობესება. ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა სამუშაოდ. უნდა მივახერხოთ კოპა ამერიკისთის კარგად მომზადება. რაც შეეხება ჩემს თამაშს ნაკრების შემადგენლობაში, ცოტა უკან ვიყავი დახეული და ბურთს უფრო ვაკონტროლებდი, როგორც “ბარსელონაში”,” დაასრულა მესიმ.

ცნობისთვის მესის არგენტინის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 54 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში