ვალდესმა კიდევ ერთხელ შეძლო კარის მშრალად შენახვა. მან “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გოლი არ გაუშვა.
მას 22 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 11 გოლი აქვს გაშვებული. იგი “სამორას” მოგების მთავარი პრეტენდენტია, საოცრება უნდა მოხდეს, რომ მას კასილიასი “წამოეწიოს”. ეს შედეგი ვალდესისათვის საუკეთესოა თავის კარიერაში.
მას ამ სტადიაზე 2004/05 წლებში 15 გოლი ჰქონდა, 2005/06 და 2006/07 სეზონში 14 – 14 ბურთი, ხოლო 07/08 და 08/09 წლებში შესაბამისად 16 და 13 ბურთი. როგორც ხედავთ, ვალდესმა საკმაოდ გადააჭარბა თავის რეკორდს. მისთვის ეს სეზონი მართლაც, რომ განსაკუთრებულია, იმისდა მიუხედავად, რომ მას იშვიათად “აწუხებენ” იგი მაინც ყოველთვის მზად არის, რომ დაიცვას საკუთარი კარი.
პინტოს და ვიქტორს ზედიზედ ერთად 6 თამაშია გოლი არ გაუშიათ. ვალდესმა კარი მშრალად “მალაგასთან”, “რასინგთან”, “ერკულესთან” და “ატლეტიკოსთან” შეძლო, ხოლო პინტომ ორივე თამაშში “ალმერიასთან”.
