ლეო მესიმ გუშინდელ მატჩში კიდევ ერთი ჰეტ–ტრიკი შეასრულა. ლეოსათვის ეს გოლი “ლა ლიგაში” 24–ე იყო, ხოლო მთლიანად სეზონში მე–40.
ლეომ შარშან 34 გოლის გატანა შეძლო, მან “ელ ფენომენოს” შედეგი გაიმეორა. წელს კი უკვე 24 გოლის გატანა შეძლო. იგი ევროპაში ლიდერობს ამ მაჩვენებლით, (იგულისხმევა დავა “ოქროს ბუცისათვის”) ხოლო აბსოლიტური რეკორდი არის 38 გოლი “ლა ლიგაში”. არგენტინელმა 19 თამაშში 24 ბურთი გაიტანა, მას წინ კიდევ 16 თამაში ელის, ამიტომაც ადვილად სავარაუდოა ეს რეკორდი დამხობილ იქნას.
ლეოსთვის ამ სეზონში ეს უკვე მე– 4 ჰეტტრიკია, მანამდე მან სამი ბურთი ” სევილიას”, “ალმერიას” და” ბეტისს” შეუგდო, ამ სიას “ატლეტიკო” მადრიდიც შეემატა. აღსანიშნავია, რომ მესის საუკეთესო შედეგი, რომელიც 47 გოლს უდრის მთლიან სეზონში წელს დამხობილი იქნება. ამის თქმა თამამად შეგვიძლია, ლეოს ანგარიშზე უკვე 40 ბურთია.
მესი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და იგი უკვე ისტორიაში მე–4 ეა გოლეადორობით, მის წინ მხოლოდ სესარი (235), კუბალა (196) და სამიტიერი (178) არიან, ლეოს 167 ბურთი აქვს, “ბარსელონას” მაისურით გატანილი. სამიტიერი მის მიერ სულ მალე “იქნება შეჭმული”.
მესი – პედრო – ვილია = 50 ბურთს. ამდენი ბურთი არც ერთ გუნდს არ გაუტანია “ლა ლიგაში”, თვით მადრიდის “რეალსაც” კი, მათ 48 ბურთი აქვთ.