“მესი შოუ” შეიძლება ასე ეწედოს გუშინ მატჩს. იგი უმოწყალოდ უტანდა და უტანდა ერთი მეორეს მიყოლებით გოლებს. მან ჰეტ–ტრიკი შეასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანეს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მას გუშინდელ საღამოს ყველაფერი გამოსდიოდა, ფეხბურთელის მოტყუება, ორიგინალური პასები, გოლებზე ხომ ლაპარაკი აღარაა. მოკლედ “ბარსელონას” კიდევ ერთი შოუ შედგა, რომლის მთავარ როლშიც ლეო მესი გახლდათ.
სხვაობა უკვე 10 ქულამდე გაიზარდა. მადრიდელები კატალონიელებს 10 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ მათ აქვთ თამაში “რეალ სოსიედადთან”, რომელთანაც ძნელად სავარაუდოა ქულები დაკარგონ, მეტიც ისინი სახლში ასპარეზობენ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას ,რომ “რეალი” არასახარბიელო ფორმაშია, შესაძლოა სიურპირიზის მოწმენიც გავხდეთ, არავინ იცის , ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
გუშინ კატალონიელებმა სპორტული ჟინი კვლავ გამოავლინეს, ხშირია შემთხვევა, როდესაც გრანდი უკვე მოგებული თამაშის შემდეგ ეშვება და ცდილობს თავი აღარ დაიტვირთოს, მაგრამ გუშინ “ბარსელონა” არ მოშვებულა, ვერც იმას ვიტყვით, რომ დიდად თავს “იკლავდნენ” თამაშით, მაგრამ ფაქტია, რომ გოლი არ გაუშვეს, იმისდა მიუხედავად, რომ “ატლეტიკო” კარგად უტევდა, განსაკუთრებით კი ფორლანის შემოსვლის შემდეგ. აღსანიშნავია დაცვის ცენტრის შესანიშნავი თამაში, ხერარდ პიკემ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ერიკ აბიდალმა კი უდიდესი სამუშაო გაწია დაცვაში. ფრანგი თავდაჯერებული იყო, მეტიც ზოგჯერ ზედმეტად თავდაჯერებულიც კი , მაგრამ ვერაფერს ვიტყვით, მან ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ორთაბრძოლა თითქმის არ წაუგია, ხშირად შეტევაშიც სარგებლიანად ერთვებოდა.
მოკლედ “ბარსელონამ” მორიგი სამი ქულა მოიპოვა და უკვე 10 ქულით დაშორდა უახლოეს მდევარს, ჯერ მადრიდის “რეალზეა”.
მატჩის მიმოხილვა:
[media=http://www.youtube.com/watch?v=bGbPef8MzP8]



