დღეს კატალონიის “ბარსელონამ” ნახევარი საუკუნის წინ, “რეალ მადრიდის” მიერ დამყარებული რეკორდის დამხობა შეძლო. კატალონიელებმა “პრიმერა დივიზიონში” ზედიზედ მეთექვსმეტე გამარჯვება მოიპოვეს…
1960/61 წლების სეზონში, დი სტეფანოს “მადრიდმა” შეძლო და ქვეყნის ჩემპიონატში მიყოლებით 15 თამაში მოიგო. კატალონიელების მეთხუთმეტე მსხვერპლი “ერკულესი” აღმოჩნდა. ამ თამაშის შემდეგ პეპმა განაცხადა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის იმ “მადრიდის” რეკორდის გამეორება დიდი პატივი გახლდათ. ახლა ეს რეკორდი დამხობილია. “ბარსას” მიერ რიგით მეთექვსმეტე დამარცხებული მეტოქე კი ასევე მადრიდული გუნდი, “ატლეტიკო” გახლავთ.
კატალონიელებმა ამ რეკორდის დამყარება 16 ოქტომბრიდან დაიწყეს, როდესაც დაძაბულ ბრძოლაში მათ “ვალენსია” ანგარიშით, 2–1 დაამარცხეს. დიახ, სწორედ 16 ოქტომბრიდან მოყოლებული, “ბარსას” ქვეყნის ჩემპიონატში ქულაც კი არ დაუკარგავს.
აქვე გეტყვით იმას, რომ ეს გამარჯვება “ბარსასთვის” “ნოუ კამპზე” მეშვიდასე გახლდათ. 1957 წლიდან ეს სტადიონი “ბარსას” 700 გამარჯვების (75%), 154 ფრედ დამთავრებული მატჩისა და 86 მარცხის (16%) “თვითმხილველი” გახდა.
“სარაგოსა” – “ბარსა” (0-2)
“ბარსა” – “სევილია” (5-0)
“ხეტაფე” – “ბარსა” (1-3)
“ბარსა” – “ვილიარეალი” (3-1)
“ალმერია” – “ბარსა” (0-8)
“ბარსა” – “მადრიდი” (5-0)
“ოსასუნა” – “ბარსა” (0-3)
“ბარსა” – “რეალ სოსიედადი” (5-0)
“ესპანიოლი” – “ბარსა” (1-5)
“ბარსა” – “ლევანტე” (2-1)
“დეპორტივო” – “ბარსა” (0-4)
“ბარსა” – “მალაგა” (4-1)
“ბარსა” – “რასინგი (3-0)
“ერკულესი” – “ბარსა” (0-3)
“ბარსა” – “ატლეტიკო მადრიდი” (3-0)
