მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის, რომელიც კატალონიის დედაქალაქში, ბარსელონაში გაიმართა. გამარჯვება რაღა თქმა უნდა მასპინძლებს დარჩათ. მათ ლეო მესის ჰეტ–ტრიკის წყალობით შეხვედრა ანგარიშით, 3–0 მოიგეს. რამდენიმე წუთის წინ კი კატალონიური სპორტული გამოცემის, “სპორტის” ვებ–საიტზე “ბარსას” ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებები გამოქვეყნდა…
შეფასებები – SPORT
ვიქტორ ვალდესი – 7
დანი ალვესი – 8
ხერარდ პიკე – 8
ერიკ აბიდალი – 9
მაქსველი – 7
სერხიო ბუსკეტსი – 8
სეიდუ კეიტა – 7
ჩავი ერნანდესი – 8
დავიდ ვილია – 7
ბოიან კრკიჩი – 6
ლეო მესი – 10
იბრაჰიმ აფელაი – 7
პედრო როდრიგესი – 8
ანდრეს ინიესტა – 8
პეპ გვარდიოლა – 9
