როგორც მოგეხსენებათ ხვალ “კამპ–ნოუ” უმასპინძლებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22–ე ტურის შეხვედრას, სადაც ერთმანეთს წინააღმდეგობას კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “ატლეტიკო” გაუწევენ. სტუმრები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მზად არიან სასწაული მოახდინონ: წამოიღონ სახლში 3 ქულა.
“ჩვენ გველოდება თამაში მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო კლუბთან. გამარჯვების მოპოვება ძნელი იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. მათ ძალიან ცოტა სუსტი წერტილი აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად “ატლეტიკო” ყველანაირად შეეცდება მინიმუმ 1 ქულის აღებას. ეს ადრეც გაგვიკეთებია კატალონიურ კლუბთან და ახლაც იგივეს ვგეგმავთ.” –განაცხადა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა.
“ჩვენ ძალიან დატვირთული კვირა გვქონდა, ხვალ კი “ბარსას” ვეთამაშებით. ისინი, ჩვეულებისამებრ ბრწყინვალენი არიან საკუთარ კედლებში, მაგრამ მჯერა, რომ “ატლეტიკო” “კამპ–ნოუზე” 3 ქულას მოიპოვებს.” –განაცხადა მადრიდელთა ნახევარმცველმა ფრან მერიდამ.



