პეპ გვარდიოლას შეგირდები “ლა ლიგას” 22–ე ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან. დღეს “ბარსას” 19–მა ფეხბურთელმა, მათ შორის ტიაგო ალკანტარამ, ვარჯიში “სიუტატ ესპორტივაზე” გამართა…
ვარჯიში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ამ დახურულ კარს მიღმა კი ივარჯიშა ანდრეს ინიესტამაც, რომელმაც ტრავმა ორშაბათს მიიღო. მინდორზე გამოჩნდა ხოსე მანუელ პინტოც, რომელიც ოთხშაბათს გამართული მატჩის შემდეგ სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდა. დღევანდელ შეკრებას მხოლოდ ორი ფეხბურთელი აკლდა. პუიოლი და ხეფრენი ისევ აღდგენით სამუშაოების ატარებენ.
ტრადიციულად იმ დღეს, როდესაც კატალონიელები შეხვედრას საკუთარ მოედანზე მართავენ, მაშინ გუნდი “ნოუ კამპზე” ვარჯიშობს. ტრადიცია არც ახლა ირღვევა. ფეხბურთელები “ნოუ კამპის” მინდორზე 12 საათსა და 30 წუთზე გამოჩნდნენ. ამის შემდეგ მათ ლანჩი ელით, შემდეგ ცოტა დასვენება და როდესაც 20 საათი გახდება, ისინი მატჩისთვის მომზადებას ამჯერად საბოლოოდ დაიწყებენ.
