workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დონატო პიკეს აკრიტიკებს

დონატო პიკეს აკრიტიკებს

“დეპორტივოს”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დონატო, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, ჟერარ პიკეს აკრიტიკებს.

ცოტა ხნის წინ, პიკემ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მხარი დაუჭირა, შემდეგ მზადყოფნა გამოთქვა ესპანეთის ნაკრები დატოვოს, თუ ხელისუფლებაში ეს ვინმეს სურს, ბოლოს კი დაამატა, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ესპანეთის პასპორტი აქვთ, მაგრამ თავს ესპანელებად არ გრძნობენ.

“თუ მე, ესპანეთის ნაკრების მქონე, ხვალ ვიტყვი, რომ არ მინდა ვიყო ესპანელი, როგორღა ვითამაშებ ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში? როდესაც პიკე ამბობს, რომ ესპანეთის პასპორტის მქონე ზოგიერთი ფეხბურთელი თავს ესპანელად არ მიიჩნევს, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს. მას არ აქვს უფლება ამ საქმეში მე ან მარკოს სენა ჩაგვრთოს. ჩვენ ესპანელები არ ვართ, მაგრამ ესპანეთის ნაკრების ღირსებას ვიცავდით.” – ციტირებს დონატოს სიტყვებს EFE.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 04 ოქტ 2017, 23:02

    პიკემ რატო აურია სპორტი და პოლიტიკა არ მესმის