workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რექსაჩი:”ფინალში “ბარსელონაა” ფავორიტი”

რექსაჩი:”ფინალში “ბარსელონაა” ფავორიტი”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კარლეს რექსაჩმა ისაუბრა ესპანეთის თასის ფინალის შესახებ, რომელიც 20 აპრილს გაიმართება და ერთმანეთს “ბლაუგრანა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. 

 შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა “კოპა დელ რეის” ნახევარფინალში “ალმერია” დაამარცხა. მათ პირველ მატჩში, “კამპ ნოუზე” 5:0 იმარჯვეს, ხოლო განემორებით შეხვედრაში “ბარსელონას” მეორე შემადგენლობამ 0:3 სძლია მეტოქეს.

 “ფინალური მატჩის გამართვამდე ორი თვე დარჩა და ახლაც კი  “ბარსელონას” თამაში უფრო დამაჯერებელია ვიდრე “რეალის”, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მადრიდულ კლუბს გამარჯვებაში კარგი თამაში სულაც არ ესაჭიროება. თანაც “რეალს” ამ სეზონში აუცილებლად სჭირდება რომელიმე ტიტულის მოგება, რათა დაამტკიცოს, რომ მიმდინარე სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” გამანადგურებელი ანგარიშით(5:0) მარცხი მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.” – განაცხადა კარლეს რექსაჩმა “MARCA”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში