მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რითი გაჰყავს დრო ტრავმირებულ უსმან დემბელეს…

რითი გაჰყავს დრო ტრავმირებულ უსმან დემბელეს…

“ბარსელონას” ამომავალ ვარსკვლავს, უსმან დემბელეს, 3-კვირიანი წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი. ბუნებრივია, ადამიანისთვის, რომლის ყოველდღიური საქმიანობაც მუდმივად მოძრაობაში ყოფნაა, 3 კვირის უმოძრაოდ გატარება ძალიან ძნელია. კატალონიური Sport გვთავაზობს სტატიას და გვამცნობს, თუ როგორ გაჰყვას დრო უსმან დემბელეს სასტუმროში.

ცნობილი ხდება, რომ დემბელე თავს ვიდეოთამაშებით, ტელესერიალებით, მუსიკითა და ფილმებით იქცევს.

ვიდეოთამაშებიდან მისი ფავორიტი Mario Kart არის. ამ თამაშმა პოპულარობა მთელს მსოფლიოში მოიპოვა, განსაკუთრებით კი “ბარსელონას” ფეხბურთელებში. ის თანაგუნდელებს ჟერარ პიკემ და სერხიო ბუსკეტსმა გააცნეს. ამ თამაშის გარდა, დემბელე ასევე FIFA 2017-სა და NBA Live 18-ს თამაშობს.

ტელესერიალებიდან დემბელეს ფავორტი Narcos-ია, რომელიც მას ესპანურის სწავლაშიც კი ეხმარება.

20 წლის ფეხბურთელი ფრანგული ჯგუფის, MHD-ს მუსიკის მოყვარულია, რომლის სტილიც “afro trap” არის. რეპის ეს მიმდინარეობა პარიზში ძალიან პოპულარულია. ცნობისთვის, ამ ჯგუფს “რეალის” თავდამსხმელისთვის, ქარიმ ბენზემასთვის აქვს სიმღერა მიძღვნილი.

რაც შეეხება ფილმებს – უსმან დემბელეს კუმირი საქვეყნოდ ცნობილი მსახიობი ჩაკ ნორისია. მას ასევე მოსწონს Fast and Furious-ის ფილმები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Lasha_7 RMA
    schedule 27 სექ 2017, 23:29

    Xo usminos franngulebs mere tamashi ro mouwevs

  • Just Fun
    schedule 27 სექ 2017, 22:58

    იმედია ტრამვის შემდეგ ჩადგება ფორმაში და ბოლო ბოლო გაგვაგებინებს რაში გადაიხადა ბარსამ 105 მილიონი blush

  • Guro messi
    schedule 27 სექ 2017, 21:30

    ციტატა: me da barca
    ამ სურათმა ქართული ფილმი "უდიპლომო სასიძო" გამახსენა, სადაც ბიჭიკოს მიერ დაყენებული საფრთხობელა ზუსტად ასე პარჭყავს ხელებს. smile


    აუ მაგრად თქვი საღოლ

  • marco reus 11
    schedule 27 სექ 2017, 20:29

    ციტატა: maclai

    ციტატა: marco reus 11
    ლიგაზე ვიდეო რეფერი არაა ხო?


    ვიდეო რეფერი რომ ყოფილიყო რამოსის და კარვახალის სეივებს დაინახავდნენ


    რამოსმა მაგარი მოხსნა ,ბაზარი არაა

  • marusa barcelona
    schedule 27 სექ 2017, 20:22

    ციტატა: maclai
    ვიდეო რეფერი რომ ყოფილიყო რამოსის და კარვახალის სეივებს დაინახავდნენ


    Savage ! grin

  • marco reus 11
    schedule 27 სექ 2017, 20:06

    ლიგაზე ვიდეო რეფერი არაა ხო?