მადრიდის ”რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ღირსეულმა კაპიტანმა, რაულ გონსალესმა, რომელიც ამჟამად გერმანული ”შალკე 04”-ის ღირსებას იცავს, ესპანურ გამოცემა AS-თან კომენტარი გააკეთა. მისი აზრით საეჭვოა, რომ ”ბარსელონამ” ხელიდან გაუშვას ჩემპიონის ტიტული. რაულის განცხადებით კატალონიელები ძალიან მაღალი დონის თამაშს აჩვენებენ.
”რა თქმა უნდა, მე ძალიან მინდა, რომ მადრიდის ”რეალი” გახდეს ესპანეთის ჩემპიონი. მაგრამ, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ამ მომენტისთვის ”ბარსა” სრულყოფილ ფეხბურთს აჩვენებს და არ მგონია, რომ მან ხელიდან გაუშვას ქვეყნის ჩემპიონის წოდება.”- განაცხადა რაულმა.
შეგახსენებთ, რომ რაულმა პირველად თავისი კარიერა 1992 წელს დაუკავშირა მადრიდის ”რეალს”. 2003 წელს ის ”თეთრების” კაპიტანი გახდა. რაულმა ”რეალი” 2010 წლის ზაფხულში დატოვა.
