მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” “სამეფო თასის” ნახევარ–ფინალის განმეორებითი შეხვედრა სტუმრად ალმერიაში, ადგილობრივი “ალმერიას” წინააღმდეგ გამართა. მატჩი კატალონიელების სასარგებლოდ, ანგარიშით, 0–3 დასრულდა. მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებმა ტრადიციულად მცირე კომენტარები გააკეთეს…
ადრიანო კორეია ბედნიერი ადამიანია. მან ხომ გუშინ გოლის გატანა შეძლო. ეს გოლი მისთვის “ბარსას” მაისურით პირველი გახლდათ. “მე ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ გუნდმა ფინალში გასვლა, ხოლო პირადად მე გოლის გატანა შევძელი. ჩვენ მივიღეთ ის რაც გვსურდა”, განაცხადა ბრაზილიელმა. მაგრამ მან ასევე თქვა რომ გუნდს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო: “20 აპრილამდე დიდი დროა”, დაასრულა კორეიამ.
ნოლიტო: “ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენებთ და მოხარულები ვართ იმით, რომ ფინალში გაღწევა შევძელით.”
“ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის ვეთამაშებით. ჩვენ მოედანზე გავდივართ და ბოლომდე ვიხარჯებით.”
“მე არ მინდა, რომ პეპს იმედები გავუცრუო და ამიტომაც ვცდილობ ვითამაშო ისე, როგორც შემიძლია.”
ბოიანი: “ჩვენ ბედნიერები ვართ. ეს სხვა ფინალია. შესაძლოა მარტივად ჩანდეს, მაგრამ ეს ასე არაა.”
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ “სამეფო თასის” ტიტულის აღმართვასთან ახლოს ვართ, მაგრამ პირველ რიგში ქვეყნის ჩემპიონატი და “ჩემპიონთა ლიგაა”.
” “ბეტისთან” თამაშისას ჩვენ ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ და ვიცოდით, რომ მარტივი არაფერია.”
ტიაგო: “სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდული გუნდების მოთამაშეებს პირველ გუნდში თამაშის შანსი ეძლევათ.”



