კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გააკეთა კომენტარი მისი გუნდის ესპანეთის თასის ფინალში გასვლის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ გუშინ “ბლაუგრანამ” დამაჯერებლად დაამარცხა “ალმერია” და ფინალში გავიდა, სადაც მათი მოწინააღმდეგე მადრიდის “რეალი” იქნება.
“ვფიქრობ, რომ ჩვენ დავიმსახურეთ “ალმერიასთან” მოპოვებული გამარჯვება. ამის მიუხედავად კოპა დელ რეის თასის ფინალში გასვლა ადვილი არ იყო. არ უნდა დავივიწყოთ “ბეტისთან” ჩატარებული მეორე მატჩი და “სან–მამესზე” “ატლეტიკოსთან” დაპირისპირება.”
“თებერვალი ძალზედ დატვირთული თვეა. ჩვენ პრაქტიკულად შესვენების გარეშე გვიწევს თამაში. გუშინდელმა 1/2 ფინალურმა მატჩმა მომცა შანსი დამესვენებინა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები და შანსი მიმეცა ახალგაზრდებისთვის.” –განაცხადა გვარდიოლამ.


