კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია ახალგაზრდა ბრაზილიელი არტურ მაიათი, რომელიც ახლა “ვიტორიას” ღირსებას იცავს.
18 წლის ფეხბურთელი თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე და შეუძლია მარცხენა ფეხის ხმარება. მას აქვს შესანიშნავი სისწრაფე, ბრწყინვალედ ფლობს ბურთს და რაც ყველაზე მთავარია, შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება. მაია იმდენად კარგ ტალანტად მიიჩნევა, რომ მისი ფასი უკვე 5 მილიონ დოლარს აღემატება.
როგორც გაირკვა “ბლაუგრანას” გარდა არტურით “მანჩესტერ სიტიც” დაინტერესებულია (მოაშორეთ ეს არაბი პრეზიდენტები, თორემ იყიდეს მთელი მსოფლიო. ავტ.).
თავად ფეხბურთელი ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს და არ ეხმაურება არცერთ კლუბს. ახლა კი იხილეთ ვიდეო, სადაც ნახავთ, თუ რა დონის მოთამაშეა მაია.
