კატალონიის “ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ერიკ აბიდალმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გუნდზე. აბიდალის თქმით “ბარსელონა” საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. ფრანგ ფეხბურთელს სურს, რომ თუ მას ფიზიკური კონდიციები ხელს შეუწყობს, კარიერა კატალონიურ კლუბში დაასრულოს:
“ მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულება “ბარსელონაში” მსურს. მე კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა. თუ მე შევატყობ, რომ ფიზიკური კონდიციები ხელს აღარ მიწყობს, მაშინ წავალ. ჩემი სურვილია კლუბთან შეთანხმებას მალე მივაღწიო,” განაცხადა აბიდალმა და დაამატა, რომ “ბარსელონა” საუკეთესო კლუბია საუკეთესოთა შორის.
ცნობისთვის აბიდალს “ბარსას” მაისურით ლა ლიგაში 88 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ აქვს გატანილი. მან ერთადერთი გოლის გატანა “ბარსას” შემადნელობაში “დელ რეის თასზე” შეძლო.
