workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი ჯერ კიდევ საკითხავია”

კრუიფი: “ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი ჯერ კიდევ საკითხავია”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელის, იოჰან კრუიფის აზრით ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი. როგორც მოგეხსენებათ პრიმერა დივიზიონის 21–ე ტურის შემდეგ “ბლაუგრანასა” და მადრიდის “რეალს” შორის სხვაობა 7 ქულაა.

“არ ვიტყვი, რომ ჩემპიონატში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა 7 ქულა ბევრია და ისიც ნათელია, რომ “ბარსელონა” “რეალს” საჩუქრების კეთებას არ დაუწყებს, თუმცა მადრიდელთა ნაადრევად დამარხვაც არ შეიძლება. განსხვავება ამ ორ კლუბს შორის პრიმერას დაწყებიდანვე ჩანდა, მაგრამ მოურინიოს გუნდი შეეცდება ყველა შეხვედრა მოიგოს და დისტანცია შეინარჩუნოს, რაც მათ იმედს მაინც მისცემს ბოლო ტურამდე. “თეთრებს” მხოლოდ ერთი პრობლემა აქვთ–”ბარსელონა”. გვარდიოლა ფეხბურთელებს ბრწყინვალე ფეხბურთს ათამაშებს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მოწინააღმდეგე. ფეხბურთში ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არაა. “რეალი” ჯერ კიდევ ეძებს თავის თამაშს, თუმცა ამ დროს ლურჯ–ბროწეულისფერები ქულებს აგროვებენ და ნელ–ნელა წინ მიდიან.” –წერს ჰოლანდიელი გაზეთ El Periodico–ში.

კრუიფმა ამ ყველაფერს ძალიან საინტერესო რაღაც დაამატა: “ყველაზე კარგი ის იქნება, რომ “რეალი” “ბარსელონასთან” ყოველთვის ახლოს იყოს, თუმცა უკან. ყოველთვის ახლოს იმიტომ, რომ არ დანებდეს. ყოველთვის უკან იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად ასე ორივე გუნდისთვის ძნელია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში