არა ტერორიზმს! – საფეხბურთო სამყარო ბარსელონას ტერაქტის შემდეგ გაერთიანდა

არა ტერორიზმს! – საფეხბურთო სამყარო ბარსელონას ტერაქტის შემდეგ გაერთიანდა

ქალაქ ბარსელონაში 17 აგვისტოს მომხდარ ტერორისტულ აქტს არაერთი საფეხბურთო მოღვაწე თუ კლუბი გამოეხმაურა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც “ბარსელონასთნ”, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ.

ლივერპული

“ჩვენი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, რომლებიც ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალდნენ”.

გარი ლინეკერი

“ღრმად დამწუხრებული ვარ იმის გამო, რაც შესანიშნავ ქალაქ ბარსელონაში მოხდა. რა არის ამ ბარბაროსობის მიზანი? ეს მიზანი მიუღწეველი იქნება!”.

პსჟ

“ტრაგიკული დღე. ჩვენი ფიქრები ტერაქტის მსხვერპლებთან, მათ ნათესავებთან და ჩვენ ბარსელონელ მეგობრებთანაა. ჩვენ თქვენთან ვართ!”.

რიო ფერდინანდი

“ბარსელონაში მომხდარის გაგების შემდეგ შოკირებული ვარ. ჩემი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა”.

მანჩესტერ სიტი

“ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის გამო ყველანი დამწუხრებულები ვართ. ჩვენი ფიქრები თითოეულ დაზარალებულთან და მაშველთანაა”.

იკერ კასილიასი

“როგორი სამწუხარო ამბავია. ჩემი სოლიდარობა თითოეულ დაზარალებულსა და მათ ოჯახებს. გამაგრდი ბარსელონა!”.

ტოტენჰემი

“ჩვენი ფიქრები თითოეულ ადამიანთანაა, რომლებიც ბარსელონაში თავდასხმის დროს დაზარალდნენ”.

სერხიო რამოსი

“ბარსელონა. არა ტერორიზმს! არა შიშის დიქტატურას!”.

კრიშტიანუ რონალდუ

“ბარსელონაში მომხდარის გამო შოკირებული ვარ. ყველა მსხვერპლის ოჯახსა და მეგობრებს ვუთანაგრძნობ და მხარს ვუჭერ”.

დენის ჩერიშევი

“ძალა და მოთმინება დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. გარდაცვლილებმა მშვიდად განისვენონ. იმედი მაქვს, ასეთი რამ აღარ განმეორდება”.

ლიონელ მესი

“მინდა, ჩვენ საყვარელ ქალაქ ბარსელონაში განხორციელებული საშინელი თავდასხმის შედეგად დაღუპულების ნათესავებსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. ძალადობის ნებისმიერ აქტს ვგმობ. ჩვენ არ დავნებდებით. გაცილებით მეტნი ვართ, ვისაც მშვიდობიან მსოფლიოში ცხოვრება გვინდა. მსოფლიოში ზიზღის გარეშე, მსოფლიოში, სადაც არსებობს პატივისცემა და მოთმინება”.

ნეიმარი

“ღმერთმა დაიფაროს ყველა ოჯახი. ვილოცოთ ბარსელონასთვის. მე მიყვარს ბარსელონა”.

ნელსონ სემედუ

“სოლიდარობა ყველა დაზარალებულს. გამძლეობა მათ ოჯახებს”.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Gerip3
    schedule 18 აგვ 2017, 12:27

    ციტატა: realmadridfan
    კიდე ეს გინდოდათ თქვე უბედურებო:


    რაამაზრზენი კომენტარია 🙂 არაადამიანური:) რადროს ლიგა თასი და ელკლასიკოს გახსენებაა:) ფუუუუუუფფფფფფფფფ

  • MR INI
    schedule 18 აგვ 2017, 11:01

    ოხ მე თქვენი დედა ვატირე,რას გადაეკიდნენ ევროპას ეგ ნაბოზრები

  • cinto99
    schedule 18 აგვ 2017, 09:46

    ტეროროზმი ნამდვილი საშინელებაა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევაჩეროთ ეს სისხლისმღვრელი სატანები რომ მსოფლიომ უფრო მშვიდ რითმში განაგრძოს არსებობა

  • BCN_CHAMPION
    schedule 18 აგვ 2017, 09:11

    რა საშინელება მომხდარა, მანდ რაღა უნდოდათ, მეც ვუსამძიმრებთ დაღუპულ ოჯახებს

  • lado-barca
    schedule 18 აგვ 2017, 03:52

    ცუდია რაა

  • GIORGI.cule
    schedule 18 აგვ 2017, 01:30

    ნამდვილად საშინელებაა :/