ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გუნდის ლიდერზე, ფილიპე კოუტინიოზე მორიგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სიტუაცია უცვლელია.
“სიტუაცია არცერთი მხარისთვის არ შეცვლილა. ახლა, მას ჩვენი დახმარება არ შეუძლია, რაც მთავარი პრობლემაა.
ყველას შეუძლია წარმოიდგინოს, როგორი დარტყმაა ეს ჩვენთვის. “ჰოფენჰაიმთან” მატჩისთვის კოუტინიოს გარეშე უნდა მოვემზადოთ, ისევე, როგორც ადამ ლალანასა და დენიელ სტარიჯის გარეშე.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.
სიტუაციის უცვლელობა კი იმას ნიშნავს, რომ ფილიპე კოუტინიო კვლავ “ბარსელონაში” გაშვებას ითხოვს, მაგრამ “ლივერპული” ისევ უარზეა.



