მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფილიპე კოუტინიო არც “ჰოფენჰაიმთან” მატჩის განაცხადში მოხვდა

ფილიპე კოუტინიო არც “ჰოფენჰაიმთან” მატჩის განაცხადში მოხვდა

“ლივერპულის” ლიდერი ფილიპე კოუტინიო ჩემპიონთა ლიგაზე ხვალ გასამართი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, რამაც “ბარსელონაში” მისი ტრანსფერი კიდევ უფრო სარწმუნო გახადა.

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში, “ლივერპულმა” “უოტფორდთან” კოუტინიოს გარეშე ითამაშა. ოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი ტრავმაა. თუმცა, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ მიზეზი ფეხბურთელის მიერ “ბარსელონაში” გადასვლის სურვილის დაფიქსირებაა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 25 წლის ფეხბურთელი ვერც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მატჩში, “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ ითამაშებს. ამან კოუტინიოს “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის შესახებ ახალი ცნობების გავრცელება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ თუ კოუტინიო “ჰოფენჰაიმთან” ითამაშებდა და შემდეგ “ბარსელონაში” გადავიდოდა, კატალონიელთა მაისურით, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. აქედან გამომდინარე, “ჰოფენჰაიმთან” თამაში ფეხბურთელის ტრანსფერს გააიაფებდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში