ყველა ესპანური სპორტული გამოცემა ერთხმად იტყობინება, რომ “ბარსელონა” პაულინიოში 40 მილიონ ევროს იხდის 29 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კატალონიელებს ძალიან მალე შეუერთდება.
მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” ხელი თითქმის ყველა მიმართულებით მოეცალა, კლუბი პაულინიოს საკითხს მიუბრუნდა და ჩინური “გუანჩჟოუსთვის” გამოსასყიდი თანხის, 40 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ბოლო წუთებში გავრცელებული ცნობებით, ტრანსფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება.
