როგორც ჩანს, “ბარსელონა” “ნიცას” ნახევარმცველის, ჟან-მიკაელ სერის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. ამის ფიქრის საფუძველს ის ფაქტი გვაძლევს, რომ გუშინ, კატალონიური კლუბის სკაუტები 26 წლის კოტ დ’ივუარელის თამაშს დაესწრნენ.
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, “ნიცამ” “ტროას” უმასპინძლა. სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ “ბარსელონას” სკაუტები. შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:2 წააგეს, სერიმ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
