მას შემდეგ, რაც პრესა “ნიცას” ნახევარმცველის, ჟან-მიკაელ სერის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე ალაპარაკდა, ამ თემაზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი, მაგრამ, კატალონიელთა ლეგენდის, ჩავი ერნანდესის აზრი, ალბათ ყველაზე საინტერესოა.
როცა გავიგე, რომ ამ ფეხბურთელს “აფრიკელ ჩავის” უწოდებდნენ, დავინტერესდი და მისი თამაშების აქტიურად ყურება დავიწყე, შედეგით კი განცვიფრებული დავრჩი.
ნახევარდაცვაში ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს იშვიათად თუ შეხვდებით. გრძელი და მოკლე პასი, ინტელიგენცია, შორი დისტანციიდან დარტყმა, საოცარი ბოლო პასი, ორგანიზებული თამაში – ის “ბარსელონას” მშვენივრად მოერგებოდა. სერი ფანტასტიკურია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მას აქვს ის, რასაც ჩვენ “ბარსელონას დნმ-ს” ვეძახით. – განაცხადა ჩავიმ ევროსპორტთან ინტერვიუში.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ “ბარსა” კოტ-დივუარელის შეძენას მალე მოახერხებს, რადგან მომდევნო სეზონში მისი ფასი ამჟამინდელ ფასზე ორჯერ მეტი მაინც იქნება.
