ინგლისური “ლესტერის” ერთ-ერთი ლიდერი რიად მაჰრეზი “ბარსელონას” შესთავაზეს, მაგრამ კატლონიური კლუბი ალჟირელი შემტევით დაინტერესებული არაა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მაჰრეზს სურს, რომ “ბარსელონაში” ნეიმარი შეცვალოს. 26 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებმა “ბარსელონას” ის რამდენიმე საათის წინ შესთავაზეს, თუმცა ესპანელები ამ მოთამაშით დაინტერესებულები არ არიან.

