“პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრები კატალონიის “ბარსელონაზე” ფიქრს არ წყვეტენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი პიერ ნოელის ქმედებაა.
პარიზული კლუბის გულშემატკივარმა, რომელიც ბარსელონაში იმყოფებოდა, ქალაქის ტექნიკის მაღაზიები დაიარა და Mac-ებზე, iPad-ებსა და iPhone-ებზე ფონად პსჟ-ში გამოწყობილი ნეიმარის სურათი დააყენა.
როგორც ჩანს, “ბარსელონას” მიერ “პარი სენ ჟერმენის” 6:1 განადგურებამ ამ გუნდებს შორის დიდ მტრობას ჩაუყარა საფუძველი.
