დღეს კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობის წევრები ინგლისში ჩაფრინდნენ, რათა “ლივერპულთან” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” დარწმუნებულნი არიან, რომ მერსესაიდული კლუბი შეთავაზებაზე უარს ვერ იტყვის და ტრანსფერს დათანხმდება.
კატალონიელთა სურვილია, რომ 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი დღეს საღამომდე გაიფორმონ და უახლოეს დღეებში ბარსელონაშიც წარადგინონ.
