კატალონიის “ბარსელონა” მერსესაიდული “ლივერპულის” ბრაზილიელი ათიანის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე მეორე შეთავაზებას ამზადებს, იტყობინება The Times.
რამდნიმე დღის წინ “ბარსელონამ” ნეიმარი პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ გაყიდა და ბრაზილიელი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ახლა კი “ბარსელონა” აპირებს, რომ ფილიპე კოუტინიო მე-2 ყველაზე ძვირადღირებულად აქციონ.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” შეთავაზებას ძალიან ზრდიან, ამჯერად ისინი მზად არიან 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს 120 მილიონი ფუნტი დაუთმონ. თავად ფეხბურთელი კატალონიაში გადასასვლელად მზადაა, ახლა გადაწყვეტილება მხოლოდ კლუბს აქვს მისაღები.
ლივერპულელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კოუტინიო არ იყიდება. მათ წინა ჯერზე “ბარსელონას” 72 მილიონ ფუნტიანი შემოთავაზება დაბლოკეს, ამჯერად კი საქმე გაცილებით დიდ თანხასთან გვაქვს.


