workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკემ ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა

პიკემ ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა

როგორც ესპანური გამოცემა ”მარკა” იტყობინება, კატალონიის ”ბარსელონას” ახალგაზრდა მცველმა, ხერარდ პიკემ პარალელი გაავლო თავის თანაგუნდელს, ლეო მესისა და მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველს, კრისტიანუ რონალდუს შორის.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ქება არ დაიშურა როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიმართ.

”მესი და რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. შესაძლოა, მესი უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს, როდესაც ბურთი მას აქვს: ის ცდილობს, ახლოს მივიდეს მეტოქის კართან და გაიტანოს გოლი. კრისტიანუ კი ცდილობს ითამაშოს უფრო სანახაობრივად, თავისი ფუნქციების შესრულებისას აქცენტს მაყურებელზე აკეთებს. მას უამრავი ფინტის გაკეთება შეუძლია და ძალიან რთულია მისი განეიტრალება. ამას გარდა ის კარგად თამაშობს თავით. ის ნამდვილი ათლეტია. იმისათვის, რომ შეაჩერო კრისტიანუ, კონცენტრირება ბურთზე უნდა მოახდინო და არა მის ფეხებზე ან ტანის მოძრაობაზე. მცველი უნდა შეეცადოს, იმოქმედოს მასზე სწრაფად.”- განაცხადა პიკემ

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში