მერსესაიდული “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიოს კატალონიის “ბარსელონაში” ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.
Sport-მა გაზეთის დღევანდელ ნომერში დაწერა, რომ “ბარსელონასა” და “ლივერპულის” წარმომადგენლები ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან, “ლურჯ-ბროწეულისფრები” 90 მილიონ ფუნტ სტერლინგს დათმობენ, სანაცვლოდ კი კოუტინიოს მიიღებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ტრანსფერი დადასტურდება.
“ბლაუგრანას” ხელმძღანელობა მერსესაიდელთა ბრაზილიელი ათიანის ტრანსფერში ძალიან დარწმუნებულია, “ბარსელონაში” თამაშის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს.
