“ბარსელონამ” დორტმუნდის “ბორუსიას” უსმან დემბელეს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს საიტი.
20 წლის ფრანგის სანაცვლოდ კატალონიელებმა გერმანელებს 70 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზეს. “ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა, ჰანს იოაჰიმ ვატცკემ წარსულში განაცხადა, რომ უსმანის გაფორმებისთვის 100 მილიონი ევროც კი არ კმარა.
უსმანი “ბორუსიას” 2016 წელს შეუერთდა. გერმანული გუნდის შემადგენლობაში მან 49 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
