მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS: “ბარსელონა” დემბელეს ტრანსფერში დეულოფეუს ჩართავს?

AS: “ბარსელონა” დემბელეს ტრანსფერში დეულოფეუს ჩართავს?

რამდენიმე დღის წინ, ნეიმარმა “ბარსელონა” დატოვა, რაც გუნდს შეტევის მარცხენა ფლანგზე სერიოზულ პრობლემას უქმნის. კატალონიელები ბრაზილიელის შემცვლელს ეძებენ.

ვაკანტური ადგილის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატი “ბორუსიას” ახალგაზრდა შემტევი, უსმან დემბელეა. გერმანული გუნდის ხელმძღვანელობა ფორვარდის გაშვების წინააღმდეგია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მათაც მოუწევთ თავდასხმის გაძლიერებაზე ფიქრი.

AS-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” “ბორუსიას” დემბელეს სანაცვლოდ სოლიდური თანხა და ჟერარ დეულოფეუ უკვე შესთავაზა. ესპანელ ფორვარდს გერმანული კლუბის შემადგენლობაში უსმანის შეცვლა თავისუფლად შეუძლია, რადგან მოედანზე მათი ფუნქციები მსგავსია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში