“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის თქმით, ნეიმარის შეძენაში მას ბრაზილიელის ყოფილი კლუბი “ბარსელონა” დაეხმარა.
“როდესაც ლა ლიგამ ნეიმარის უარი გვითხრა, “ბარსელონადან” დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს, ტრანსფერი ერთობლივად დაგვესრულებინა. მათ ვუთხარი, რომ ამისთვის მზად ვიყავით.
მინდა “ბარსელონას”, მის პრეზიდენტს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რაც მათ გააკეთეს.” – აცხადებს ალ-ხელაიფი.


