სიახლე არაა, რომ “ბარსელონას” “დორტმუნდის” თავდამსხმელის, უსმან დემბელეს შეძენასთან ახლოსაა. კატალონიური კლუბი მის გაფორმებას უკვე ორშაბათისთვის იმედოვნებს. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბარსელონას” იმედი აქვს, რომ 20 წლის ფრანგის 100-მილიონიან ტრანსფერს ხვალისთვის, ორშაბათისთვის დაასრულებს. ხვალ კატალონიური კლუბი, გამპერის თასზე, “შაპეკოენსეს” დაუპირისპირდება.
